ზვიად კუპრავას 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართულ აქციაზე დაკავებულ ზვიად კუპრავას 5 დღით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მურმან დუმბაძესა და ბესო გაზდელიანს კი 2000-ლარიანი გირაო, ხოლო ლაშა კომახიძეს 2200-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, კიდე ერთი დაკავებულის, ბონდო თედორაძის პროცესი 15 ნოემბრამდე გადაიდო.

ცნობისთვის, 10 ნოემბერს 11:00 საათზე, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, სუს-სთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, და იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქციები გაიმართა. შსს-ს ცნობით აქციებზე ჯამში 46 ადამიანი დააკავეს, მათ შორის არიან, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები.

აქციაზე შეკრებილები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ.