83 წლის ასაკში გაფერადებული ცხოვრება

83 წლის ნუნუ ბერიამ ბავშვობის ოცნება აიხდინა. უკვე ხუთი წელია, ფერადი ქსოვილებისგან თოჯინებს კერავს.

თელავში ნუნუ ბებოს ყველა იცნობს. ამბობს, რომ ადამიანმა თვითონ უნდა გაილამაზოს გარემო და ის აკეთოს, რაც სიამოვნებს.

ქალბატონ ნუნუს უკვე 100-მდე თოჯინა აქვს შექმნილი და კიდევ ბევრი გეგმა აქვს, როგორ გახადოს საკუთარი ცხოვრება უფრო ფერადი.