დიანა მელაძე: საოცარი განცდაა, როდესაც გენიოსის აღმზრდელი ხარ

ლიანა ისაკაძე, ელისო ვირსალაძე, ლიზა ბათიაშვილი და ხატია ბუნიათიშვილი... ეს მისი მოსწავლეების არასრული ჩამონათვალია. ამბობს, ამაყი და ბედნიერია, მათი მასწავლებელი რომ იყო.

დიანა მელაძე „ნიჭიერთა ათწლედში“ 50 წელია მუშაობს.

"მასწავლებლობა არასდროს მინანია და გაკვეთილზე შესულს, ყველა პრობლემა მავიწყდებაო",- გვითხრა 80 წელს მიღწეულმა მასწავლებელმა, რომელიც დღესაც ისეთივე ენთუზიაზმით ასწავლის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებს, როგორც ნახევარი საუკუნის წინ.