გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრება მივუძღვნა ჭადრაკს - 8 წლის ლუკა ქუნთელია

,,ლუკა ქუნთელიამ, ბრწინვალე შედეგით, 9-დან 9 მოგება, მოიპოვა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასი 8 წლამდე ასაკის ბიჭებს შორის.” - ჭადრაკის ფედერაციის ამ სტატუსით გავიგეთ ცოტა ხნის წინ,რომ 8 წლის ლუკა ქუნთელია საქართველოს ჩემპიონი გახდა. Report.ge შეეცადა თქვენთვის პატარა ჩემპიონი გაეცნო, რომელსაც ძალიან დიდი გეგმები აქვს.ლუკამ თამაში 5 წლის ასაკში დაიწყო და ამბობს რომ მას მთელი ცხოვრება ითამაშებს.