ისტორიის მასწავლებლობიდან მეღვინეობამდე

ისტორიის მასწავლებლობიდან მეღვინეობანდე, ასეთი აღმოჩნდა გია გაგუას ცხოვრების გზა. საყვარელ საქმიანობას, შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრება მიუძღვნა , ჯერ თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ბავშვებს ისტორიას ასწავლიდა , შემდეგ სკოლის დირექტორიც გახდა. გია გაგუამ უდიდესი შრომა და სიყვარული ჩადო საქმეში , რომელსაც წლები ემსახურებოდა. თუმცა, 5 წლის წინათ გადაწყვიტა, ბავშვობის ოცნენების ასრულება დაეწყო. საცხობრებლად თბილისიდან საგურამოში გადავიდა და ხელი მეღვინეობას მიჰყო. დღეს ბიო ღვინოს აწარმოებს და, მარანთან ერთად, საგურამოში ერთგვარი საგანმანათლებლო და სამეცნოერო კვლევითი ობიექტიც დაარსა.