კალიგრაფი გიორგი სისაური თხუთმეტი წლის იყო, როცა თავისი ნამუშევრებით „ლუვრის“ ექსპერტების გაოცება შეძლო, მაშინ ის ვირტუოზად აღიარეს. გიორგი სისაური მოდის სახლის, „შანელის“ კალიგრაფიც გახდა. ახალგაზრდა მხატვარი, ბავშვობიდან ბიბლიურ სცენებს , პორტრეტებსა და აბსტრაქტულ კომპოზიციებს ხატავს. გიორგი სისაური, უკვე წლებია, ცდოლობს, 21-ე საუკუნეში მივიწყებული პროფესია გააცოცხლოს და მასში თანამედროვე ელემენტები შეიტანოს