კინოლოგი, რომელიც ქუჩიდან აყვანილ 18 ძაღლს უვლის

ქუჩის ძაღლებს სხვანაირად სევდიანი თვალები აქვსო, ამბობს კინოლოგი დიანა სალარიძე, რომელიც 18 ძაღლს უვლის და თითოეული ქუჩიდან ჰყავს აყვანილი.

როგორც თავად ჰყვება, ცხოველები ბავშვობიდან უყვარდა, მიუსაფარ ძაღლებს საჭმელს აჭმევდა და სახლებს უშენებდა.

დიანა ახლა კინოლოგია. თვლის, რომ როცა ცხოველზე პასუხისმგებლობას იღებ, ბოლომდე უნდა უპატრონო.

თავად პრობლემები ხშირად ჰქონია, როცა ქუჩიდან სახლში ძაღლები მიჰყავდა, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, სირთულეების არ ეშინია და შვილობილებს არასდროს უღალატებს.