ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა - VIDEO

ქართველი ძალოსანი, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი და არაერთი რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში ჩაერთო და ოლიმპიური ჩემპიონობა მეორედ მოიპოვა. ამით ტალახაძე ქართული სპორტის ისტორიაში უნიკალური შედეგის ავტორია! 

ატაცში ტალახაძემ პირველ ცდაზე 208 კგ დაძლია, მეორეზე - 215, მესამე ცდის შემდეგ კი 223 კგ დააფიქსირა, რაც როგორც ოლიმპიური, ასევე მსოფლიო რეკორდია, რომელიც ლაშას ეკუთვნოდა (222). 

რაც შეეხება აკვრას - ქართველი სპორტსმენი ფიცარნაგზე საკმაოდ გვიან გამოვიდა, რადგანაც კონკურენტებზე ბევრად მეტი, 245 კგ დაიმორჩილა და ოლიმპიური ჩემპიონობა პირველივე ცდაზე მოიპოვა. ლაშა დარჩენილ 2 აკვრას მსოფლიო რეკორდების გასაუმჯობესებლად გამოიყენებს და მისი საბოლოო შედეგიც დადგინდება.