მე ეს შევძელი - ქემალა მამედოვა

გოგო და სპორტი ცოტა მიუღებელია ჩვენთან, მაგრამ მე ეს შევძელი,- ამბობს ქემალა მამედოვა.

წლების წინათ, ვერავინ იფიქრებდა , რომ გარდაბნის რაიონის სოფელ ქვემო კაპანაჩხში მცხოვრები ერთი ჯიუტი პატარა გოგო ევროპის ჩემპიონი გახდებოდა.

ქემალა მამედოვამ მამის დახმარებით 15 წლის ასაკში ოცნება აუსრულა და კარატეზე ვარჯიში სპორტულ დარბაზში დაიწყო.

ეთნიკურად აჯერბაიჯანელი გოგოს გადაწყვეტილებას გარშემომყოფები სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა, დღეს ქემალას ახლობლები მისით ამაყობენ და ყველა შეჯიბრისას გულშემატკივრობენ.