მუსიკოსი ზიად ალიევი

ზიად ალიევი ორგანული ხმების სინთეზით ქმნის მუსიკას, რომელსაც კონკრეტულ ჟანრს ვერ მიაკუთვნებ, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, ყველა მათგანს  ერთი რამ აერთიანებს - ტექსტურა.

ზიად ალიევი 2015 წლიდან ქმნის მუსიკას, ამასთან, თრეველვლოგერობითაა დაკავებული, თუმცა, აუდიტორიის ყველაზე დიდი ნაწილი მას “ კიბატონოს” ვიდეოებიდან იცნობს.