ნაძვის ხესავით მორთული ტაქსი რომელიც თბილისს ალამაზებს

პატარა ბავშვებივით უხარიათ,ნაძვის ხესავით მორთულ მანქანაში რომ ჯდებიან - ამბობს, თბილისელი ტაქსის მძღოლი გიორგი დავითიანი, რომელმაც საახალწლო სიურპრიზი გაუკეთა მგზავრებს.

გიორგი საკუთარ თავს ქალაქში გადაადგილების კულტურის შემცვლელს უწოდებს და ამბობს რომ დაძაბულობის , ნეგატიური განწყობისა და მოწყენილობის წინააღმდეგ წავიდა და გადაწყვიტა, რამდენიმე წუთიანი საახალწლო განწყობა შეექმნა თბილისელებისთვის. მისივე თქმით, იდეა რამდენიმე დღის წინათ გაუჩნდა. მანქანა საახალწლოდ მორთო და, როგორც ამბობს, სასურველ მიზანსაც მიაღწია,- მანქანაში ჩაჯდობისთანავე მგზავრები ემოციებს არ მალავენ.