"პროფესია ვერ განსაზღვრავს , ვინ ხარ შენ“ - სანდრო გაბილაია

სანდრო გაბილაია - რეჟისორი, მსახიობი, მუსიკოსი , პროდიუსერი, ლექტორი ....

როდესაც მის ისტორიას ისმენ, რთულია “დაეწიო” და გაიაზრო, რომ ეს ერთი ადამიანის ცხოვრებაა.

„ერთი კონკრეტული პროფესია ვერ განსაზღვრავს , ვინ ხარ შენ. მთავარია, ზუსტად იპოვო საქმე, რომელსაც სამსახურს არ დაარქმევ , მთავარია, აკეთო ის, რაც გიყვარს,“- ამბობს სანდრო, რომლის ცხოვრებაში, როგორც თავად თვლის, „პატარა უფლისწულმა“ ყველაფერი თავდაყირა დააყენა და სამყარო ჯადოსნობებით აავსო.

სანდრო გაბილაიას კარიერული ცხოვრება, დიდი ხნის განმავლობაში, თეატრთან იყო დაკავშირებული , თუმცა , ყველასთვის მოულოდნელად თეატრის ჯადოსნური სამყაროდან არანაკლებ ჯადოსნურ ადგილას - გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა. 1000- მდე სარეკლამო კლიპის , ფილმისა და მუსიკალური ვიდეო- რგოლის შემდეგ, პირველად აპირებს საკუთრ სიმღერაზე ვიდეო კლიპის გადაღებას, სადაც რეჟისორიც თავად იქნება.