საბა საფარელი:მგონია, სადღაც არის ჩემზე შეყვარებული გოგონა, რომელსაც აუცილებლად შევხვდები

თბილისში როდესაც აღმოვჩნდი, არ გამჭირვებია, რადგან თბილისმა ძალიან თბილად მიმიღო- იხსენებს ქუჩის მუსიკოსი საბა საფარელი. ის 34 წლისაა და თბილისში, სულ ორი წელია, ცხოვრობს. მოხეტიალე ქუჩის მუსიკოსი საკუთარ ცხოვრებაზე, ოცნებებსა და სურვილებზე გვიყვება.