სანდრო ნებიერიძე: თუ ემოცია არ მოგაქვს, არავინ მოგისმენს

19 წლის ვირტუოზი პიანისტი სანდრო ნებიერიძე, უკვე კარგა ხანია, ევროპაში კონცერტებზე გამოდის. 9 წლიდან საკუთარ კომპოზიციებს ქმნის და ზოგიერთი მათგანი ახლა საკონცერტო პროგრამაში აქვს.

ყოველი კონცერტის წინ ისე ღელავს, როგორც პირველად. ამბობს, რომ კონცერტის წინ ღელვა ნორმალურია, რადგან ემოციის გარეშე მსმენელი ვერ აღგიქვამს.