ზურა შევარდნაძე: შევქმენი სამყარო, რომელიც ბავშვობაში დაგაბრუნებთ - VIDEO

ნაძვის ხე, თავისთავად,ემოციას არ გადმოსცემს , სწორედ ამიტომ მის გარშემო პატარა სამყარო შევქმენი და ის 30- იანი წლების სათამაშოებით მოვრთე, - ამბობს „გარდენიას“ მთავარი მასპინძელი ზურა შევარდნაძე, რომელიც საახალწლო მზადებას ტრადიციულად პირველი დეკემბრიდან იწყებს.

„გარდენიას“ სტუმრებმა უკვე იციან, რომ, ზურა შევარდნაძესთან სტუმრობისას, აუცილებლად განსხვავებული გარემო დახვდებათ და იმედიც არასოდეს უცრუვდებათ.