თბილისელი მეწაღე, რომელიც რაჭაში წასვლაზე ოცნებობს

გოგი ფორჩხიძე 40 წელია მეწაღეა. თვლის, რომ თუ საქმე არ გიყვარს, არაფერი გამოგივა. ფეხსაცმელს რომ მოვკიდებ ხელს, უკვე კარგ ხასიათზე ვარო, - ჰყვება. 

ფიქრობს, რომ მომხმარებელი მისი გაკეთებულით აუცილებლად კმაყოფილი უნდა დარჩეს. 

როდესაც მომხმარებელს კარგ ხასიათზე ვუშვებ, მეც ბედნიერი ვარო, - ამბობს თბილისელი მეწაღე, რომელიც, როგორც თავად გაგვიმხილა, რაჭაში წასვლაზე ოცნებობს.