"თიხა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის" - ლია ბაგრატიონი

თანამედროვე კერამიკოსი , ლია ბაგრატიონი 2000 წლიდან აქტიურადაა ჩართული ქართულ სახელოვნებო სივრცეში. ექსპერიმენტებს არ ერიდება , პირიქით შეიძლება ითქვას , რომ ეს მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილია. ნამუშევრების საშუალებით კომუნიკაციას ამყარებს გარე სამყაროსთან. ლია ბაგრატიონის შემოქმედება სააზროვნო ველს გვიქმნის და გვაძლევს ინტერპრეტაციის საშუალებას . კერამიკოსი სხვადასხვა მედიუმში მუშაობს , თუმცა მისთვის ყველაზე საინტერესო მასალა თიხაა და ალბათ სწორედ ამიტომაც საკუტარ თავს თიხის არტისტს უწოდებს.