ცხოვრება ნაღმზე აფეთქების შემდეგ

გურამ ჩიმახიძე 30 წლის იყო, როდესაც ავღანეთში ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა და ორივე კიდური დაკარგა. უკვე მეშვიდე წელია, განსხვავებული,  მაგრამ ენერგიული ცხოვრება აქვს. ყოფილ ჯარისკაცს თავიდან წარმოუდგენლად მიაჩნდა, ეტლით კალათბურთი ეთამაშა. ახლა ფიქრობს, რომ არ არსებობს წინააღმდეგობა, რომლის დაძლევაც ადამიანს არ შეუძლია.