ცხოვრება სტიგმების მიღმა

39 წლის მალხაზ ასოევი ბავშვთა გასართობი ცენტრის ანიმატორია. მისთვის ბავშვის ბედნიერება პირველ ადგილზეა. ცხოვრებაში ბევრ პრობლემას გადააწყდა, თუმცა ეს გაჩერების მიზეზი არასდროს ყოფილა. Report.ge-ს სიუჟეტში მალხაზის საინტერესო და მრავალფეროვან ცხოვრებას გაიცნობთ.