ვირტუოზი მევიოლინე: როცა ვუკრავ, ვეღარავის ვხედავ

ელენე ბახტაძე ვიოლინოზე 5 წლიდან უკრავს.ის ახლა სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ მე-4 კლასის მოსწავლეა.

9 წლის ვირტუოზი, როგორც თავად ამბობს, ყველაზე მეტად მაშინ ღელავს, როდესაც ხალხით სავსე დარბაზს ხედავს. თუმცა,როდესაც დაკვრას იწყებს,ირგვლივ ვეღარავის ამჩნევს.

ელენე უკვე 9 წლის ასაკში ფიქრობს, რომ მუსიკა მისი ცხოვრებაა და მის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმოუდგენია.