ზაქარია მაღალდაძე: მეტროში ახალი წლის ღამე სულ სხვანაირია

31 დეკემბერს , მაშინ, როცა ადამიანთა უმრავლესობა განაკუთრებული მღელვარებით 24-ე საათის ბოლო წამებს ითვლის, ზაქარია მაღალდაძე მიწისქვეშ მგზავრებს ემსახურება.

ზაქარია მაღალდაძე თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეა და, როგორც თავად ამბობს, 31-ში მუშაობა განსაკუთრებულად ემოციურია, რადგან ახალი წლის ღამით ყველა ბედნიერია და უკეთესი დღის მოლოდინი აქვს.

ის უკვე წლებია, მემანქანედ მუშაობს, ახალი წლის ღამესაც ბევრჯერ შეხვედრია მეტროში და ახლა ჩვენთან გასული საახალწლო ღამეების ემოციებს იხსენებს.