ზღაპრული პრომეთეს მღვიმე

პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი, იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი ასაკი დაახლოებით 60-70 მილიონი წელია. სიგრძე-1.8 კმ და მიწის ზედაპირიდან 40მ-ის სიღრმეშია წარმოქმნილი.

მღვიმეში სულ 22 დარბაზია აღმოჩენილი, საიდანაც ტურისტებისთვის 6 დარბაზია გახსნილი. პრომეთეს მღვიმე მხნახველებს ზღაპრული “გაქვავებული ჩანჩქერებითა” და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებით” აოცებს.

პრომეთეს მღვიმეში ტურისტების მოგზაურობა მდინარე ყუმის გამდინარე ნაკადზე 15 წუთიანი გასეირნებით მთავრდება.