ახალციხეში მწვანე ლეკვი დაიბადა

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ივლიტაში, ახალ წელს მწვანე ლეკვი დაიბადა, რომელსაც ,,გრინჩი" დაარქვეს.

ძაღლის მეპატრონე ამბობს, რომ ზოოპარკიდან უკვე დაუკავშირდნენ, თუმცა ლეკვის გაჩუქებას არ აპირებს.

მწვანე ბეწვით დაბადებული ძაღლი ძალიან იშვიათია. 

მსგავსი შეფერილობის ლეკვები დაბადებულია ამერიკაში, დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში.