ბორჯომ-ხარაგაულის პარკში 803 ირემი ბინადრობს

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ბოლო 5 წლის განმავლობაში კეთილშობილი ირმის რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და დაახლოებით 803 სულ ირემს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 16 ინდივიდით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

,,სექტემბერ-ოქტომბერი ირმის “მყვირალობის” პერიოდია. ამ დროს, ხარირემი ამაღელვებელი ბღავილით პარტნიორს მოუხმობს.მყვირალობის პერიოდში, რეინჯერები და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები გადიან შესაბამის უბნებზე და ირმის პოპულაციის აღრიცხვას აწარმოებენ. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, საქართველოში ირმის პოპულაციის შენარჩუნებისა და კონსერვაციისთვის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს, ამიტომ, სააგენტო მთელი წლის განმავლობაში აკვირდება მათ რიცხოვნობას ფოტოხაფანგების, რეინჯერების და შესაბამისი აღრიცხვის მეთოდების საშუალებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.