დასახელდა ექვსი ემოცია, რომელსაც ადამიანი ყვირილის დროს გადმოსცემს

შვეიცარიელმა მეცნიერებმა ციურიხის უნივერსიტეტიდან კვლევისას დაადგინეს, რომ ადამიანს ყვირილის დროს შეუძლია, გადასცეს ექვსი სხვადასხვა ემოცია - სიბრაზე, ტკივილი, სიამოვნება, შიში, სიხარული და მწუხარება. მეცნიერების კვლევის შედეგები ჟურნალ PLOS Biology-ში გამოქვეყნდა.

კვლევის ავტორებმა ხაზი გაუსვეს, რომ ადამიანები უფრო სწრაფად და ზუსტად რეაგირებენ "პოზიტიურ" ძახილებზე.

"ყვირილის ფუნქცია შეიცვალა ადამიანებში და ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან ევოლუციურ ნაბიჯს", - განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტირილის დახმარებით ხალხს შეუძლია სხვების ინფორმირება არა მხოლოდ საფრთხის, არამედ პოზიტიური ემოციების შესახებ.