ექიმებმა გულის შეტევის უჩვეულო სიმპტომი დაასახელეს

დიდ ბრიტანეთში ექიმებმა პირის ღრუში მომჟავო გემოს გულის შეტევის მაუწყებელი უწოდეს. მათივე თქმით, გულძმარვა, ასევე უსაფუძვლო ოფლიანობა, დაღლილობა და უძილობა შესაძლოა, საშიშ მდგომარეობაზე მიუთითებდეს.

ექიმების აზრით, სიმპტომები, შესაძლოა, რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდეს ან მოულოდნელად გამოჩნდეს. 

ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ, აღნიშნული სიმპტომების აღმოჩენისთანავე აუცილებლად მიმართონ ექიმს, რათა პრობლემა სიცოცხლისთვის საშიში არ გახდეს.