ფიქრების წამკითხავი აპარატი შექმნილია - VIDEO

აშშ-ში მეცნიერებმა ადამიანის ფიქრების წამკითხავი სპეციალური აპარატი შექმნეს, რომელიც ინსულტ-გადატანილ პაციენტებს რეაბილიტაციაში დაეხმარება. მოწყობილობა სახელწოდებით IpsiHand, ელექტრო ენცეფალოგრამის მეშვეობით ტვინის აქტივობებს შეისწავლის, რომელთა დამუშავების შემდეგაც, ის მას ხელოვნური ინტელექტის ციფრულ სიგნალებად გარდაქმნის. მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება პარალიზებული პაციენტების ფიქრებისა და სურვილების ამოსაცნობად და მოძრაობის უნარის აღსადგენად კიდურებში. ინფორმაციას NewAtlas.com ავრცელებს.

ტექნოლოგიის შემქმნელებმა ის სამეცნიერო კვლევები გამოიყენეს, რომლებიც ემსახურებოდა პაციენტის პარალიზებულ კიდურებში ამოძრავების შესაძლებლობის დაბრუნებას მაშინ, როდესაც ეს ტვინის რომელიმე ნახევარსფეროს დაზიანებით იყო გამოწვეული.

მედიცინაში ცნობილია, რომ ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო ადამიანის მარცხენა კიდურებს აკონტროლებს, ხოლო მარცხენა - მარჯვენას. მოწყობილობა IpsiHand პაციენტის ხელზე იქნება დამაგრებული და ავადმყოფის სურვილის - ფიქრების ელექტრო იმპულსებად გარდაქმნის მეშვეობით მისი ხელის ამოძრავებას შეძლებს, რომელსაც, პაციენტი დამოუკიდებლად ვერ ამოძრავებდა.

მოწყობილობა უკვე რეკომენდებულია სარეაბილიტაციო ცენტრებში გამოსაყენებლად, ხოლო სამომავლოდ იგეგმება მისი დიდი ოდენობით წარმოება. 

ვიდეო: Washington University School of Medicine