ილონ მასკმა უცხოპლანეტელების არსებობა დაუშვა

კომპანია Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა საკუთარ ვიდეო-მიმართვაში უცხოპლანეტელების არსებობის შესაძლებლობა დაუშვა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია განვავითაროთ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები, რათა მოხერხდეს კოსმოსის უკეთ გამოკვლევა და ჩვენი აღქმის საზღვრების გაფართოება.

მასკმა ასევე იხუმრა, რომ ის თვითონ არის უცხოპლანეტელი, რომელიც ჩვენს რეალობაში მომავლიდან მოვიდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 50 წლის შემდეგ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ცვლილებები მოხდება, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ კოსმოსში მოგზაურობა.