ქალი გამჭვირვალე ფეხებით - ინტერნეტი "მოჩვენებებზე" ალაპარაკდა - PHOTO

ინტერნეტში გავრცელებული ქალის ფოტო განხილვის საგნად იქცა. ინფორმაციას Daily Star ავრცელებს. 

საქმე იმაშია, რომ ფოტოზე დაფიქსირებული ქალის ფეხები თითქოს გამჭვირვალეა და ამით ის მოჩვენებას მოგვაგონებს. 

ფოტო ზაგრებში, ექსკურსიამძღოლმა ივან რუბელმა გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა.

"ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებს ვეთანხები, ვინც ამ ფაქტს, ჩემი კამერის დეფექტს აბრალებს, თუმცა ამის ახსნა არც ისე მარტივია. როგორც წესი მე არ მჯერა ზებუნებრივი ძალების, მაგრამ როდესაც ხელში ასეთი მტკიცებულება მაქვს, რთულია დარწმუნებული ვიყო," - წერს რუბელი. 

საინტერესოა, რომ ფოტოზე მონაზვნებიც ჩანან, რაც იმ ადამიანებს, ვისაც მოჩვენებების სჯერა, კიდევ უფრო უმყარებს რწმენას.