მსოფლიომ ყველაზე დიდი აისბერგი დაკარგა

5800 კვადრატული კილომეტრის სიდიდის აისბერგი დადნა. ამის შესახებ ინფორმაციას Sciencealert ავრცელებს.

აისბერგი A68 ჯერ კიდევ 2017 წელს დაშორდა ლარსენის ყინულის შელფს ანტარქტიდის ნახევარკუნძულის სანაპიროებთან და ერთ-ერთი ყველაზე დიდი აისბერგი იყო. შედარებისთვის, აისბერგის ზომა აშშ-ის ერთ-ერთი შტატის, დელავერის ზომისაა.

მას შემდეგ, აისბერგმა ატლანტის ოკეანე გადაცურა და კუნძულ ჯორჯიასკენ გადაუხვია. იქ თბილმა ტემპერატურამ და ტალღებმა დიდი ნატეხები დაანგრიეს. ისინი, თავის მხრივ, კიდევ უფრო პატარა ნაჭრებად იქცნენ, რომელთა კვალი დაიკარგა.