მსოფლიოში ყველაზე ცხელი ახალი ადგილი დაფიქსირდა

დღემდე ითვლებოდა, რომ კალიფორნიაში სიკვდილის ველი ყველაზე ცხელი ადგილი იყო, სადაც ცელსიუსით +56,7 გრადუსი დაფიქსირდა, თუმცა ბოლო პერიოდში მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ ეს რეკორდი არ არის.

თანამგზავრული დაკვირვებით, ახალი კვლევების საფუძველზე დგინდება, რომ ირანში, დაშთე-ლუთის უდაბნოში და კალიფორნიაში - სონორას უდაბნოში მიწის ზედაპირი ხანდახან +80 გრადუს ცელსიუსამდე ცხელდება. ინფორმაციას Sciencealert ავრცელებს.

დაშთე-ლუთი მარილიანი უდაბნოა სამხრეთ-აღმოსავლეთ ირანში, რომელიც დღეისათვის მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილად ითვლება. უდაბნო ბიოლოგიურად ყველაზე უსიცოცხლო ზონად მიიჩნევა.

დაშთე-ლუთის შემდეგ, მეორე ადგილს სონორას უდაბნო იკავებს აშშ-მექსიკის საზღვარზე, სადაც შედარებით ნაკლები სიხშირით, მაგრამ მაინც რეკორდულად მაღალი ტემპერატურები ფიქსირდება.

ახალმა კვლევებმა ასევე აჩვენა ყველაზე ცივი ადგილი მსოფლიოში. დედამიწაზე ყველაზე დაბალი ტემპერატურა ანტარქტიდაზე ცელსიუსით  -110,9 გრადუსი  დაფიქსირდა.