მცირე ზომის ლინზა, რომელსაც სმარტფონების მიკროსკოპად გადაქცევა შეუძლია - VIDEO

კანადურმა კომპანია QingYing E&T LLC-მა, რომლებიც მიკროსკოპების მიმართულებით მუშაობენ, შექმნეს მცირე ზომის ლინზა, რომელიც ნებისმიერ სმარტფონის კამერაზე დამაგრების შემდეგ, მოწყობილობას მიკროსკოპად აქცევს. ინფორმაციას ამის შესახებ Mashable ავრცელებს.

მცირე ზომის ლინზას, iMicro Q2-ს, რომელიც თითზეც კი ეტევა, გამოსახულების 800-ჯერ გადიდება შეუძლია. მაგალითად, მისი დახმარებით თქვენ შეძლებთ რომელიმე მწერის ხერხემლის სტრუქტურაც კი შეისწავლოთ. მისი დამაგრება ნებისმიერ სმარტფონზეა შესაძლებელი. 

ტექნოლოგიის შემქმნელებმა ლინზა ნამდვილ მიკროსკოპსაც შეადარეს. როგორც ისინი ირწმუნებიან,  გამოსახულებაში განსაკუთრებული განსხვავება ვერ შენიშნეს.