NASA Crew Dragon-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კოსმოსური ხომალხი Crew Dragon Resilience მოდულ Harmony-ს წინა პორტიდან მოიხნება და დედამიწისკენ მიმართულ პორტს შეუპირაპირდება. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტო (NASA) ავრცელებს.

NASA–ს ასტრონავტებმა მაიკლ ჰოპკინსმა, ვიქტორ გლოვერმა და შენონ უოკერმა და იაპონიის აეროკოსმოსური კვლევების სააგენტოს სააგენტოს (JAXA) ასტრონავტმა სოიჩი ნოგუჩიმ Crew Dragon Resilience-ის ხელახალი შეპირაპირება 5 აპრილს უნდა შეასრულონ. ოპერაცია 45 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.

ხელახალი შეპირაპირების ოპერაცია Crew Dragon Endeavour-სთვის პორტის გასათავისუფლებლად არის საჭირო. 22 აპრილს მას ეკიპაჟის ოთხი წევრთან ერთად ელოდებიან.