ორფეხა ბატკანმა ადამიანის მსგავსად სიარული ისწავლა - PHOTO

ორფეხა მუტანტმა ბატკანმა, რომელიც ჩინეთის ქალაქ ჰულუნბუირის მიდამოებში დაიბადა ადამიანის მსგავსად სიარული ისწავლა. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Star ავრცელებს.

ცნობილია, რომ მისი უკანა ფეხები სრულად არ იყო ჩამოყალიბებული და წინა ორ ფეხზე დაიწყო სიარული. მას თავისუფლად გადაადგილება შეეძლო.

მეპატრონის თქმით, მუტანტი ბატკანი დაბადებიდან 40 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

(Image: Sahuanmuchang/AsiaWire)