სენაკში მეხანძრე-მაშველებმა ძაღლი გადაარჩინეს - PHOTO

სენაკში მეხანძრე-მაშველებმა ძაღლი გადაარჩინეს.

ფოთის ქუჩაზე, სანიაღვრე არხში ძაღლი გაიჭედა და დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებდა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა მას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და ძაღლი არხიდან ამოიყვანეს.