შვრიის ფაფა ორგანიზმისთვის საზიანოა - დიეტოლოგი

შვრიის ფაფა მდიდარია მცენარეული ბოჭკოებით და შესაძლოა, საზიანო იყოს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც კუჭ-ნაწლავის გარკვეული პრობლემები აქვთ, მაგალითად, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი. ამის შესახებ ამერიკელმა დიეტოლოგმა Eat This, Not That-თან ინტერვიუში ისაუბრა.

სპეციალისტის აზრით, ასეთი ადამიანებისთვის უფრო სასარგებლოა თეთრი ბრინჯის, სემოლინას ან სიმინდის ქატოსგან დამზადებული ფაფის მიღება. მისი თქმით, შვრიის ფაფაში შემავალმა ბოჭკოებმა, შესაძლოა, გამოიწვიოს შებერილობა და გაზების დაროვება.

დიეტოლოგმა დაამატა, რომ შვრიის ფაფა ყოველთვის არ არის სასარგებლო, მათთვისაც კი, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ.

"მაგალითად, თუ ფაფას მოამზადებთ მოუხდელი რძით, მაშინ კერძი შეიცავს გაჯერებულ ცხიმებს და თუ დაამატებთ შაქარს ან თაფლს, მაშინ კალორიებისა და ნახშირწყლების შემცველობა გაიზრდება. ორივეს აცილება საუკეთესოა გამოსავალია", - განაცხადა დიეტოლოგმა.

სპეციალისტმა ადამიანებს ურჩია ფაფის მომზადება უცხიმო რძით ან ჯანსაღი დანამატებით, როგორიცაა ახალი ხილი, თხილი, თხილის კარაქები და სანელებლები დარიჩინი ან ილი.