,,ყნოსვით მოგვაგნო, უწყინრად მობაჯბაჯდა" - VIDEO

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიებიდან მურა დათვის ვიდეოს სოციალურ ქსელში, დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მურა დათვი ფოტოხაფანგმა დააფიქსირა.

,,დათვმა ყნოსვით მოგვაგნო, უწყინარად მობაჯბაჯდა და ჩვენი ფოტომახე აღმოაჩინა", - წერს დაცული ტერიტორიების სააგენტო სოციალურ ქსელში.