თბილისის ბოტანიკურ ბაღში ჩანჩქერი გაიყინა - PHOTO

თბილისში, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ჩანჩქერი გაიყინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოტანიკური ბაღი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ჩანჩქერის თავზე 1898 წელს ხის ხიდი აშენდა, იგი ერთმანეთს ისტორიულ არბორეტუმსა და ხმელთაშუაზღვეთის მცენარეთა საკოლექციო ნაკვეთს აკავშირებს.

ხის ხიდი, მრავალთაღოვანი - დეკორატიული რკინის ხიდით 1914 წელს შეიცვალა და თავისი შთამბეჭდავი, მსუბუქი კონსტრუქციისა და ირგვლივ მდებარე ულამაზესი ლანდშაფტის გამო, ჩანჩქერთან ერთად ბაღის სავიზიტო ბარათად იქცა.