,,10 ათას ლარამდე გაუშვია კანალიზაციაში" -კანდელაკი

"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი სოციალურ ქსელში აქვეყნებს დოკუმენტს, რომლითაც ირკვევა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიამ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგარეჯოს ქუჩების სადეზინფექციო ხსნარით მორეცხვისთვის 9870 ლარი დახარჯა. 

აღნიშნული დოკუმენტი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან გიორგი კანდელაკმა გამოითხოვა და მას პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიებებისთვის დახარჯული თანხა, არამიზნობრივი და კანალიზაციაში გადაყრილია.

,,ქუჩების ხეხვით კორონავირუსთან ბრძოლაში საგარეჯოს 10 ათას ლარამდე გაუშვია კანალიზაციაში. რამდენი ინფიცირებულის მკურნალობა შეიძლებოდა ამ თანხად", - წერს გიორგი კანდელაკი.