13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს - გიგი უგულავა

"13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს, - ამის შესახებ პოლიტიკოსი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

უგულავას თქმით, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება.

"რა დილა თენდება. 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს. მე რომ აეროპორტში ძიუდოს ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბადრი საბა გავაშელიშვილს ვცემე, აი ეგ საქმემოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე",- წერს გიგი უგულავა Facebook-ზე.