15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს - მელია

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, 5 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს.

მელიას თქმით, ამ ეტაპზე, რეალობა სხვა ძალისხმევას მოითხოვს. 

"ვითარება სრულიად შეცვლილია, ამ ეტაპზე რეალობა სხვა ძალისხმევას მოითხოვს. რა თქმა უნდა, 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს. მე მგონი, ეს ისადაც ცხადი იყო" - განაცხადა ნიკა მელიამ. 

ცნობისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლები 15 მაისს, თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავდნენ.