2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ზუგდიდშიც აპროტესტებენ

ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ოპოზიცია აქციას მართავს და საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრას აპროტესტებს.

მთავარ ფინანსურ დოკუმენტს წინა მოწვევის საკრებულოს შემადგენლობა ამტკიცებს, რასაც ოპოზიცია კანონდარღვევად თვლის.

ახალი მოწვევის ოპოზიცია ცდილობს სხომაზე დასწრებას, თუმცა, მათ პოლიცია შენობაში არ უშვებს.