"ფაშისტურ ალტ-ინფოს ტელევიზიას შეუკრებია 50 განრისხებული მამაკაცი და გეების წელში გადატეხვას აანონსებს", - ამის შესახებ უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.
"ქალი ვერ დავლანდე კადრებში. ისევ კაცები და მხოლოდ კაცები "ქართველი კაცის ტ***ის სადარაჯოზე". ბრავო!
ყველაფრის გაპროტესტება როცა ეზარება ადამიანს და მარტო გეების გაგონებაზე სდის თვალებიდან სისხლი, რაზე უნდა ვიფიქრო, თუ არა კარგად ნაცნობ და ბევრჯერ გამომჟღავნებულ მიზეზზე - ეგ თვალსისხლიანი კაცები საკუთარ ჰომოსექსუალურ ვნებებს ებრძვიან სინამდვილეში; სწორედ აქედან მოდის ეს დაუოკებელი გზნება შეებრძოლონ გეებს ქუჩაში!
სორი, ბათ ზის იზ თრუ", - წერს ბაია პატარაია.