9 აპრილს საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო - კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა 9 აპრილთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას ავრცელებს.

"9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა!

1989 წლის ამ დღეს საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ მემკვიდრეობას", - განაცხადა კარლ ჰარცელმა.