აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვთ 6 მაჟორიტარული ოლქი 3-მდე მცირდება. 2020 წლის არჩევნებზე უმაღლეს საბჭოს 21 დეპუტატიდან სამს მაჟორიტარული, 18 კი პროპორციული წესით აირჩევენ.

საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კი ამოქმედდება.

არჩევნებზე იმოქმედებს ბუნებრივი ბარიერი. ბლოკები უცვლელი რჩება. 

განხილვაში მონაწილოება არ მიიღო "ნაციონალურმა მოძრაობამ". მათი თქმით, 8 მარტის შეთანხმება არ შესრულებულა.

უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ტარდება.