ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ულოცავს.
კონგრესმენი „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, სრულად შეასრულოს 8 მატის შეთანმხება.
„ვულოცავ საქართველოს პარლამენტს ცვლილებების საბოლოოდ მიღებას და მადლობას ვუხდით მათ, ვინც მონაწილეობდა ცვლილებების უზრუნველყოფის პროცესში. კვლავ მოვუწოდებ ყველა მხარეს, სრულად შეასრულოს 8 მარტის შეთანმხება. მადლობა საქართველოში აშშ-ის ელჩ დეგნანს მისი რთული სამუშაოსა და გადამწყვეტი როლისთვის“,– წერს კინზინგერი.