ადამიანის უფლებათა ცენტრი 2021 წლის არჩევნებს დააკვირდება

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს სამ რეგიონში - კახეთში, ქვემო ქართლსა და იმერეთში დააკვირდება.

არჩევნებზე დაკვირვება შესაძლებელია "ღია საზოგადოების ფონდისა" და "შავი ზღვის ფონდი რეგიონალური თანამშრომლობისათვის" მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში.

მონიტორინგი მოიცავს როგორც წინასაარჩევნო პერიოდზე დაკვირვებას გრძელვადიანი დამკვირვებლების საშუალებით, ასევე - არჩევნების დღის მონიტორინგს.