აფხაზეთის ე.წ. პრეზიდემტმა ფიცი დადო

 აფხაზეთის ე.წ.პრეზიდენტი ასლან ბჟანია გახდა. რამდენიმე წუთის წინ ასლან ბჟანიამ ფიცი დადო და ამ მომენტიდან მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

ცერემონია, კარანტინის გამო, ჟურნალისტების გარეშე მიმდინარეობდა. ღონისძიებას მხოლოდ ოპერატორები და ფოტოგრაფები ესწრებოდნენ. . 

ცერემონის ესწრებოდნენ რუსეთის საელჩოს, ე. წ. სამხრეთ ოსეთის და თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკის წარმომადგენლები. ასევე ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში  22 მარტს გაიმართა.

საქართველოს ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა ამ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს რუსეთის მიერ აფხაზეთის სამხედრო ოკუპაციის გამო.