ახალი ხელმძღვანელის მიმართ ძალიან კარგი მოლოდინები გვაქვს - ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონის ახალი ხელმძღვანელის მიმართ ძალიან კარგი მოლოდინები აქვს.  "

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის მანდატი აუცილებლად უნდა აღსრულდეს.

"სახალხო დამცველს გააჩნია თავისი მანდატი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს აღსრულებული. ჯანდაცვის სამინისტროსა და ზრუნვის სააგენტოს მხრიდან არასდროს ყოფილა ხელშეშლა ამასთან მიმართებით. ჩვენ ყოველთვის ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით, რაც ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში შედის და რა თქმა უნდა, ეს მიმართულება განხორციელდება.

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მოლოდინები ახალი ხელმძღვანელის მიმართ და დარწმუნებული ვართ, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ყველა იმ საჭირო მოთხოვნას, რომელიც დაიცავს ბავშვების ინტერესებს", - თქვა ტიკარაძემ.

მისივე განცხადებით, საპატრიარქოსთან ერთად გაგრძელდება მუშაობა, რომ ბავშვები მცირე, საოჯახო ტიპის დაწესებულებებში გადავიდნენ.