ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა ხვალ დასახელდება

ხვალ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, სწორედ ხვალ გახდება ცნობილი, ვინ იქნება წარდგენილი პრემიერის პოსტზე.

გია ვოლსკიმ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრის გიორგი გახარიას წარდგენასა და შს მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი.

„არის ასეთი მოსაზრება, მე ვერ ვიტყოდი, რომ უსაფუძვლო მოსაზრებაა, თუმცა შს სამინისტროსთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ. საერთოდ, ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება განცხადება ხვალ დილას, პოლიტსაბჭო შეიკრიბება, შემდეგ უმრავლესობის სხდომაზე იქნება დამატებითი განხილვა. შედეგი ჯერ წინასწარ არ არის არც განსაცხადებელი და არც საფუძველი გვაქვს , რომ 100 % -იანი სიზუსტით ყველაფერზე ვილაპარაკოთ, განხილვები მიმდინარეობს და ხვალ იქნება ყველაფერი ცნობილი",- აცხადებს გია ვოლსკი.